Saturday, June 24, 2017

მეხუთე დღის რეფლექსია

   განვიხილე  პროქტის გეგმები, პროექტის შინაარსში უნდა იყოს გადმოცემული თემის აქტუალობა და მნიშვნელობა, ასევე აქტივობების სახით ჩაშლილი პროექტის მიმდინარეობა, რომელსაც მოსწავლეები განახორციელებენ. ასევე განვიხილე სტანდარტი, რომელიც არ უნდა შევცვალო და უნდა დაგადმოვიტანო სახელმძღვანელოდან ან განათლების სამინისტროს ვებ, გვერდიდან. რა თქმა უნდა სტანდარტი უნდა შეესაბამებოდეს კლასის საფეხურის სტანდარტს და პროექტის მიზნებსა და შედეგებს. პროექტის გეგმაში მოცემული მიზანი და შედეგის გრაფა, ველი, შევავსო მარტივი ენით, რომ მოსწავლეებმა გაიაზრონ პროექტის ფარგლებში, თუ რა მიზანს და შედეგს უნდა მიაღწიონ.
   მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, რომ გადავამოწმო სწორად შევქმენი თუ არა, სახელმძღვანელო მოდულ 2-ში დამატებით რესურსებში, გამოვიყენო დოკუმენტი „მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რუბრიკა.“
   პროექტში ვიყენებ შეფასების მეთოდებს და ინსტრუმენტებს, რომელიც პროექტის მთლიან ეტაპზე მიმდინარეობს„ (პროექტის დაწყებისას, მსვლელობისას, დასრულებისას) შეფასების მეთოდები, რომ შევარჩიო, სახელმძღვანელოდან გამოვიყენებ შეფასების 5 სტრატეგია, რომელიც მოცემულია მე-2 მოდულის, აქტოვობა 3-ში.
 რაც შეეხება ბროშურას, რომელსაც ვქმნი სამიზნე ჯგუფისათვის, მაგ. მოსწავლისთვის, მშობლისთვის, ან სხვა დაინტერესებული პირისთვის, აუცილებელია სტატიები, რასაც ბროშურაში განვათავსებ განვსაზღვრო მათი ინტერესები  და ისე შევქმნა სტატიები. ტექნიკურად თუ რაიმეს ვერ ვახერხებ, გამოვიყენებ ვიდეო გაკვეთილებს ვებ. გვერდიდან ict. tpdc.ge. ამ გვერძე მაქვს ყველა პროგრამა განხილული, რაც შეიძლება გამოვიყენო, როგორც სასკოლო ასევე პირადი ცხოვრებისათვის.
   პრეზენტაცია, რომელიც სამიზნე აუდიტორიას გააცნობს პროექტის შესახებ მასალებს, რომელიც მე უნდა წარვუდგინო აუცილებელია მქონდეს მასში წარმოდგენილი შემდეგი სლაიდები: პროექტის სახელწოდება, პროექტის შინაარსი, ესგ, მიზნები და შედეგები, მიმრთულების მიმცემი საკვანძო სიტყვები, აქტივობები, შეფასება და დამშვიდობების სლაიდი, სადაც სასურველია მქონდეს გამოყენებულ ლიტერატურაზე ინფორმაცია(ასეთის არსებობის შემთხვევაში).
   დღეს განვიხილეთ მოდული 3, კავშირები, რომელშიც საუბარია თუ როგორ უნდა გამოვიყენო ტექნოლოგიები ეფექტურად სასწავლო პროცესში და როგორ უნდა დავიცვა საავტორო უფლებები.
   მომდევნო ტრენინგისათვის მზად უნდა მქონდეს პროექტის გეგმაში შევსებული წინარე ცოდნა და საწავლო პროცედურები(პროექტის სრული ციკლი, თუ როგორ იწყება, რა მასალებით ვიწყებ, როდის ვიწყებ, რა აქტივობებს ვიყენებ, რით ვაფასებ). სასწავლო პროცედურების დაწერამდე აუცილებლად წავიკითხო მინიმუმ ორი პროექტის გეგმა სახელმძღვანელოდან, რომელიც რესურსებში სულ ბოლოშია მოცემული.

No comments:

Post a Comment

მეცხრე დღის რეფლექსია

ტრენინგის მე-9 დღეს გავიხსენე, რაც ტრენინგის კურსის განმავლობაში შევისწავლე-ინტელის პროგრამა-ინტელის ახალი ხედვა. ამ დღეს ბლოგში შევცვალე ჩ...